ბრაზილიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 32 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 528 პაციენტი
ბრაზილიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 32 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 528 პაციენტი

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 240 000-ს უახლოვდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 528 პაციენტი გარდაიცვალა და 32 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აღრიცხულია 10 მილიონამდე ინფიცირებული.