ბრაზილიაში ერთ კვირაში კორონავირუსის 260 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 260 000 შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყნაში „კოვიდ-19“-ის 1 363 056 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 72 833 ადამიანი.