რიო-დე-ჟანეიროს „ფლამენგო“ ზედიზედ მეორედ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი.
სერია A-ს ბოლო ტურში „ფლამენგომ“ 1:2 წააგო „სან პაულუსთან“, მაგრამ 71 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი მოიგო.
„ფლამენგოს“ გასწრების შანსი ჰქონდა „ინტერნასიონალს“, თუმცა ბოლო მატჩში მან ფრედ (0:0) ითამაშა „კორინთიანსთან” და 70 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
„ფლამენგო“ ისტორიაში მეშვიდედ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი
ჩემპიონთან და ვიცე-ჩემპიონთან ერთად, ლიბერტადორესის თასზე პირდაპირი საგზური მოიპოვა „ატლეტიკო მინეირომ“, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.