ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 274 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 274 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 274 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 103 026-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსი 52 160 პაციენტს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების სამი მილიონ 109 ათასზე მეტი შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.