ბრაზილიაში არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ჩემპიონატში არ დაუშვებენ #1TVSPORT
ბრაზილიაში არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ჩემპიონატში არ დაუშვებენ #1TVSPORT

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) ქვეყნის ჩემპიონატში აუცილებელი ვაქცინაციის წესი შემოიღო.

ამ გადაწყვეტილებას შეიცავს სამედიცინო დოკუმენტის ახალი ვერსია, რომელიც კონფედერაციამ 2022 წელს ბრაზილიური ფეხბურთის დასაცავად შეადგინა. ფეხბურთელებს, რომლებსაც არ ექნებათ ვაქცინაციაზე სერთიფიკატი, არ დაუშვებენ ბრაზილიის პროფესიული ლიგების მატჩებზე.

აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და კონფედერაციის ინტერესები – მხოლოდ ფეხბურთელთა უსაფრთხოებაა.

ბრაზილიის ჩემპიონატში ახალი სეზონი აპრილში დაიწყება.

დატოვე კომენტარი