ბრაზილიასა და საბერძნეთში კორონავირუსი დაფიქსირდა
ბრაზილიასა და საბერძნეთში კორონავირუსი დაფიქსირდა

ბრაზილიასა და საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

„როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლათინური ამერიკის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი 61 წლის ქალს დაუდგინდა. ის სან პაულოს სამედიცინო ცენტრში იმყოფება. სააგენტოს ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი 9 თებერვლიდან 21 თებერვლამდე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.

პარალელურად, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთშიც. დასავლური მედიის ცნობით, 38 წლის ქალი სალონიკის ერთ-ერთ საავადმყოფოშია. როგორც ცნობილია, პაციენტი უახლოეს წარსულში იტალიას სტუმრობდა. ამჟამად, ხელისუფლება იმ პირების იდენტიფიცირებას ცდილობს, რომლებთანაც დაინფიცირებულს პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდა.

დატოვე კომენტარი