ბრაზილიამ შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიამ შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ცნობილი გახდა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის შესარჩევი მატჩებისთვის. ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახდა ნაკრების მიღმა „რეალის“ შემტევის ვინისიუსის დატოვება.

სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ შაპეკო (გრემიო), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);

მცველები – დანილო, ალექს სანდრო (ორივე – იუვენტუსი, იტალია), ემერსონი (ტოტენჰემი, ინგლისი), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ლუკას ვერისიმო (ბენფიკა, პორტუგალია);

ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟერსონ სანტოსი (მარსელი, საფრანგეთი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი);

ფორვარდები – ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ანტონი (აიაქსი, ნიდერლანდები), რაფინია (ლიდსი, ინგლისი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მატეუს კუნია (ატლეტიკო, ესპანეთი).

ბრაზილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 12 ნოემბერს კოლუმბიას შეხვდება და 16 ნოემბერს – არგენტინას.