ბრაზილიამ გერმანიის 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა
ბრაზილიამ გერმანიის 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალისთვის მზადების ციკლში ბერლინში, “ოლიმპიაშტადიონზე” ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე “მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა, რომელმაც ვილიანის პასის შემდეგ მეკარის საჯარიმოს ხაზიდან თავით ზუსტად დაარტყა.

ამით შეწყდა გერმანიის ნაკრების 22-მატჩიანი წაუგებელი სერია. იოახიმ ლიოვის გუნდს ერთი მატჩი არ ეყო საკუთარი წაუგებელი რეკორდის გამეორებამდე (1978-81 წლების პერიოდი).

აღსანიშნავია, რომ ახლა, გერმანიას ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს: 0:0 ინგლისთან (11 ნოემბერი), 2:2 საფრანგეთთან (14 ნოემბერი), 1:1 ესპანეთთან (23 მარტი), 0:1 ბრაზილიასთან (27 მარტი).

რაც შეეხება ბრაზილიას, ტიტეს გუნდი 9 მატჩია არ აგებს (ბოლო მარცხი 2017 წლის 9 ივნისით თარიღდება, როცა 0:1 წააგეს ამხანაგური არგენტინასთან). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა 2005 წლის შემდეგ, პირველად მოუგეს გერმანიას.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
გერმანია: ტრაპი, კიმიხი, რიუდიგერი, ბოატენგი (ზიულე, 68), პლატენჰარდტი, გორეტცკა (ბრანდტი, 61), გიუნდოგანი (ვერნერი, 81), კროოსი, დრაქსლერი, სანე (შტინდლი, 61), გომესი (ვაგნერი, 62).
ბრაზილია: ალისონი, დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო, ვილიანი, ფერნანდინიო, კაზემირო, ფილიპე კოუტინიო (დუგლას კოშტა, 73), პაულინიო, გაბრიელ ჟესუსი.
გოლი: 1:0 გაბრიელ ჟესუსი (37).