ბრაზილიამ ენდრიკის გოლით მექსიკა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბრაზილიამ ენდრიკის გოლით მექსიკა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში 3:2 მოუგო მექსიკას.

ანგარიში მეხუთე წუთზე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდრეას პერეირამ გახსნა. 54-ე წუთზე გაბრიელ მარტინელიმ გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა, მაგრამ მექსიკელებმა 73-ე და 92-ე წუთებზე ხულიან კინიონესისა და გილერმო მარტინესის გოლებით გაათანაბრეს – 2:2.

მეექვსე კომპენსირებულ წუთზე ვინისიუსის გადაცემით გამარჯვების გოლი 17 წლის ენდრიკმა გაიტანა.

2024 წელს ენდრიკმა ბრაზილიის პირველ ნაკრებში, ჯამში, 93 წუთი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა. ასევე მან ამ წელს თავის კლუბში დარტყმების 50 პროცენტი გამოიყენა და ექვსი გოლი შეაგდო.

 

მექსიკა-ბრაზილია          2:3

გოლები: 0:1 პერეირა (5), 0:2 მარტინელი (54), 1:2 კინიონესი (73), 2:2 მარტინესი (90+2), 2:3 ენდრიკი (90+6)

ბრაზილია: ალისონი, იან კოუტუ, ედერ მილიტაო, ბრემერი, არანა, პერეირა (61. ლუკას პაკეტა), დუგლას ლუისი (74. ბრუნო გიმარაეში), ედერსონი (84. გომესი), მარტინელი (61. პეპე აკინო), სავიო (74. ვინისიუსი), ევანილსონი (61. ენდრიკი).