ბრაზილიამ ავსტრია 3:0 გაანადგურა

20:16, 10.06.2018
VIENNA, AUSTRIA - JUNE 10: Neymar of Brazil fights for a ball with Alleksandar Dragovic of Austria during an International friendly soccer match at Ernst Happel Stadion on June 10, 2018 in Vienna, Austria.  (Photo by Laszlo Balogh/Getty Images)

მუნდიალის მთავარმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წელს ზედიზედ მეოთხე ამხანაგური მატჩი მოიგო, თან ისე, რომ არც ერთი გოლი არ გაუშვია.

ამჯერად, ტიტეს შეგირდებმა ვენაში 3:0 გაანადგურეს ავსტრია, რომელმაც, მანამდე, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას მოუგო.

ბრაზილიელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ნეიმარი, რომელმაც 63-ე წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა რამდენიმე დღის წინ, ხორვატიასაც გაუტანა. ეს თებერვლის შემდეგ, მისი  პირველი მატჩი იყო.

ნეიმარამდე ავსტრიის კარში 36-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა, შეხვედრას კი 68-ე წუთზე წერტილი ფილიპე კოუტინიომ დაუსვა.

2018 წელს, ბრაზილიამ ასევე  – რუსეთს (3:0), გერმანიასა (1:0) და ხორვატიას (2:0) მოუგო.

ავსტრიასთან ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა:

ალისონი, დანილო, ტიაგო სილვა (მარკინიოსი, 60), მირანდა, მარსელო (ფილიპე ლუიში, 67), კაზემირო (ფერნანდინიო, 60), პაულინიო, ფილიპო კოუტინიო (ტაისონი, 76), ვილიანი, გაბრიელ ჟესუსი (რობერტო ფირმინო, 67), ნეიმარი (დუგლას კოშტა, 84).

მსგავსი