ბრაზილია ყველაზე საფეხბურთო ქვეყანაა, იტალიას სამხრეთ აფრიკა უსწრებს #1TVSPORT

13:40, 28.06.2026

გერმანულმა კომპანია Statista-მ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა ფეხბურთისადმი ინტერესის შესახებ.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოკითხულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.

კვლევის შედეგად გაარკვიეს ყველაზე საფეხბურთო ქვეყანა მსოფლიოში. ეს არის ბრაზილია, რომლის მოსახლეობის 84 პროცენტი ინტერესდება ფეხბურთით. სამხრეთამერიკელებს ცოტათი ჩამორჩნენ დიდი ბრიტანეთი (81%) და ესპანეთი (80%).

იტალიამ, სადაც ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცხოვრება არ შეუძლიათ კალჩოს გარეშე, უფრო ნაკლები პროცენტი დააგროვა, ვიდრე სამხრეთ აფრიკამ (76 პროცენტი 79-ის წინააღმდეგ).

ყველაზე ანტისაფეხბურთო ქვეყნები არიან – იაპონია (39%), კანადა (38%), ავსტრალია (34%) და ამერიკის შეერთებული შტატები (25%).

მსგავსი