ბრატისლავის ციხე-სიმაგრეზე, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის პატივსაცემად, საქართველოს დროშა გამოსახეს

22:03, 01.04.2026

ბრატისლავის ციხე-სიმაგრეზე, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის პატივსაცემად, საქართველოს დროშა გამოსახეს.

მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.

მსგავსი