ბრატისლავას ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა
ბრატისლავას ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა

ბრატისლავას ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში, ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცეცხლის ჩარქობას 24 მეხანძრე ცდილობდა. სასტუმროში მყოფი სტუმრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად შენობის ფასადი დაზიანდა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.