ბრალდების მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გაგრძელებას ითხოვს
ბრალდების მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გაგრძელებას ითხოვს

ბრალდების მხარე “დემირელის” კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გაგრძელებას ითხოვს. როგორც პროკურორმა განმარტა, საექსტრადიციო პროცედურები არ არის დასრულებული და არსებობს მიმალვის საფრთხე, ასევე, საზოგადოებრივი წესრიგისათვის ხელის შეშლის საფრთხე და დანაშაულის სიმძიმე. სწორედ ამ საფუძვლებით მოითხოვა ნანა ზაზუნაშვილმა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის სახით გაგრძელება.

დაცვის მხარე არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას და ითხოვს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას. ადვომატმა 10000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა მისი გათავისუფლება. ასევე, მათი თქმით მუსტაფა ემრე ჩაბუქი მზადაა, სასმართლოს გადასცეს საკუთარი პასპორტი, რათა დაადასტურდეს, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს. დაცვის მხარე ასევე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპულ კნვენციაზე და განმარტავს, რომ ასეთი მკაცრი აღკვეთის ღონისძიება როგორიც პატიმრობაა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს სასამართლომ.

“აღნიშნული პიროვნების გათვალისწინებით, მისი წარსულის, მისი ოჯახაური მდგომარეობის გათვალისწინებით არანაირი საჭიროება არ არის მის მიმართ მკაცრი ღონისძიების გამოყენების. ჩვენ, რა თქმა უნდა არ დავეთანხმებით აღნიშნულ შუამდგომლობას და თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა გათავისუფლებასთან დაკავშირებით, გავასაჩივრებთ ზედა ინსტანციაში”,- განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

თუ პროკურატურის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ შეწყდება პატიმრობა. იგი გათავისუფლდება აღკვეთის ღონისძიების საფუძველზე და ამის შემდეგ დაელოდება საბოლოოდ საექსტრადიციო საქმის დასრულებას არა საპატიმროში, არამედ თავისუფლებაზე.

პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ჯერ უცნობია, რა გადაყწვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკვეს. მას თურქეთში ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობა, რომელიც თავის მხრივ ტერორისტულ ირგანიზაციადაა მიჩნეული.