BP-ის აღმასრულებელი დირექტორი - აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით თურქეთს სავარაუდოდ, ივლისში მიაღწევს
BP-ის აღმასრულებელი დირექტორი - აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით თურქეთს სავარაუდოდ, ივლისში მიაღწევს

სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ის, ფაქტობრივად, დასრულებულია, – განუცხადა პირველ არხს კომპანია BP-ს ხელმძღვანელმა რობერტ დადლიმ.

მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით თურქეთს უკვე მიმდინარე წლის შუა ნაწილში სავარაუდოდ, ივლისში მიაღწევს.

„მე ძალიან ოპტიმისტური ვარ. საქართველოს მთავრობა, თავად პრემიერ-მინისტრი ყველანაირად ხელს უწყობდა ამ ინვესტიციას. ეს აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის და თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. რაც შეეხება პროექტის შემდეგ ეტაპს. სამუშაო მიმდინარეობს საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში და გაზი უკვე ევროკავშირის ბაზარზე გავა“, – განაცხადა დადლიმ.