„ბოსტონი“ შეუჩერებელია - „სელტიკსის“ ზედიზედ მე-12 გამარჯვება რეგულარულში
„ბოსტონი“ შეუჩერებელია - „სელტიკსის“ ზედიზედ მე-12 გამარჯვება რეგულარულში

რამდენიმე წუთის წინ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა „ბოსტონმა“. „სელტიკსმა“ ამჯერად „ტორონტო რეპტორსი“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 95-94 დაამარცხა.

შეგახსნებთ, რომ ბრედ სტივენსის გუნდს წამყვანი კალათბურთელი კაირი ირვინგი ვერ ეხმარებოდა, რომელმაც „შარლოტთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.

ბოსტონელთა რიგებში ყველაზე მეტი 21 ქულა ალ ჰორფორდმა დააგროვა. ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 18 ქულაა. ტერი როზიერმა საკუთარ გუნდს 16 ქულა შესძინა. ასევე ბრწყინვალე თამაში გამართა ჯეისონ ტატუმმა, რომელმაც პირად აქტივში 13 ქულა და შვიდი მოხსნა მიითვალა.

„ტორონტოს“ რიგებში, 24 ქულით, დემარ დეროუზანი გამოირჩა. კაილ ლაურიმ კი 19 ქულის დაგროვება შეძლო.