„ბოსტონი“, „ოკლაჰომა“ და „ფილადელფია“ NBA-ის ტიტულის მთავარი პრეტენდენტები არიან #1TVSPORT
ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა იწინასწარმეტყველა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2024-25 წლების სეზონის ჩემპიონი.
ექსპერტებს ყველაზე რეალურ კანდიდატებად მიაჩნიათ „ბოსტონ სელტიქსი“ და „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“. ტიტულზე მთავარი პრეტენდენტების ტოპსამეულში ასევე შედის „ფილადელფია 76“.
ESPN-ი ასევე ჩემპიონობის შანსს აძლევს „დენვერ ნაგეტსს“, „მილუოკი ბაქსს“, „ნიუ იორკ ნიქსსა“ და „დალას მავერიქსს“.