ბოსტონ „სელტიქსის“ წაუგებელი სერია გრძელდება, კლივლენდ „კავალიერსმა“ კი ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო
ბოსტონ „სელტიქსის“ წაუგებელი სერია გრძელდება, კლივლენდ „კავალიერსმა“ კი ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო

„ნბა“-ს რეგულარულ სეზონში, აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსტონ „სელტიქსის“ დომინაცია გრძელდება. ბრედ სტივენსის გუნდმა, დღეს დილით, დალას „მავერქსი“ სტუმრად, ოვერტაიმში დაამარცხა და ზედიზედ მე-16-ე მატჩი მოიგო. „ემერიქან ეირლაინს არენაზე“ გამართული თამაში, უაღრესად საინტერესო გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის მიწურულს, მასპინძლები კომფორტული უპირატესობით ლიდერობდნენ, თუმცა კაირი ირვინგის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ბოსტონელებმა შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. ირვინგი, ოვერტაიმშიც შეუჩერებელი იყო, რომელმაც არაერთი საჭირო ტყორცნა გამოიყენა. „სელტიქსის“ ლიდერმა, საბოლოოდ 47 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს, 110-102 მოაგებინა.

ბოლო პერიოდში, წარმატებულ თამაშს განაგრძობს კლივლენდ „კავალიერსი“. შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა, სტუმრად დეტროიტ „პისტონზი“ დაამარცხა. „ლითლ ცეზარ არენაზე“ გამართული მატჩი, სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 116-88 დასრულდა. კლივლენდის შემადგენლობაში, ორმაგი დუბლი შეასრულა კევინ ლავმა, რომელმაც 19 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. 18 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში, ლებრონ ჯეიმსმა. „კავალიერსმა“ ამ გამარჯვების შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში, მე-5-ე ადგილზე გადაინაცვლა. ტაირონ ლიუს გუნდის მომდევნო მეტოქე, ბრუკლინ „ნეტსი“ იქნება