ბოსნიური გამოცემა - გაფუჭებული პენალტების მიუხედავად, „სარევოს“ მწვრთნელი გულიაშვილს ენდობა, ის გუნდს საკუთარი მხრებით ათრევს #1TVSPORT
ბოსნიური გამოცემა - გაფუჭებული პენალტების მიუხედავად, „სარევოს“ მწვრთნელი გულიაშვილს ენდობა, ის გუნდს საკუთარი მხრებით ათრევს #1TVSPORT

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გულიაშვილმა „ზრინსკისთან“ ბოსნიის თასზე პენალტი ვერ გაიტანა, რაც მისთვის სეზონში მეოთხე გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი დარტყმა იყო, „სარაევოს“ მთავარი მწვრთნელი ზორან ზეკიჩი ქართველ თავდამსხმელს ენდობა – ამის შესახებ წერილი („გიორგი გულიაშვილმა ამ სეზონში უკვე ოთხი პენალტი გააფუჭა – კიდევ რამდენი „კრედიტქულა“ აქვს?“) გამოაქვეყნა ბოსნიურმა გამოცემა „ფაქტორმა“.

გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის თასის მეოთხედფინალში „სარაევოსთან“ ორივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ორივეჯერ (1:1, 1:0) ჩემპიონატის ლიდერს გაუტანა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. მეორე შეხვედრის 37-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა.

„საფეხბურთო კლუბ სარაევოს კაპიტანი გიორგი გულიაშვილი საოცნებო სეზონს ატარებს. ციფრები მეტყველებენ, რომ ის ბოსნიური ლიგის საუკეთესო მოთამაშეა. „სარაევომ“ „ზრინსკისთან“ თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩიც მისი გოლით მოიგო.

მაგრამ 37-ე წუთზე პენალტი შეასრულა, რომელიც მეკარე მარიჩმა მოიგერია. ეს იყო მიმდინარე სეზონში მის მიერ გაფუჭებული მეოთხე პენალტი იყო. საკითხავია, გულიაშვილს გუნდი მომავალშიც ენდობა თუ არა? ამის შესახებ „სარაევოს“ მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა უკვე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა თავდამსხმელმა წინა თამაშებით და შრომისმოყვარეობით „საკმარისი ნდობა“ მოიპოვა.

გულიაშვილმა აქამდე თასზე „სლობოდასთან“ და „სლოგასთან“ ვერ გაიტანა. ხოლო ჩემპიონატში -„დობოილიასთან“. მან პენალტები გაიტანა „სლობოდასთან“ და „შიროკი ბრიეგთან“. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში მან 18 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფაქტია, რომ გიორგი გულიაშვილი „სარაევოს“ საუკეთესო ფეხბურთელი და ბოსნია-ჰერცეგოვინის პრემიერლიგის ამჟამინდელი ნომერ პირველი ბომბარდირია და ამ სეზონში „შინდისფერ“ გუნდს მხრებით ათრევს,“ – წერს ბოსნიური გამოცემა.