ბოსნიის სასამართლომ ბოსნიელი სერბების ლიდერს, მილორად დოდიკს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა
ბოსნიის სასამართლომ ბოსნიელი სერბების ლიდერს, მილორად დოდიკს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო დესპანის ბრძანებების შეუსრულებლობის გამო მიიღო.
ბოსნიის ავტონომიური სერბული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მილორად დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს და სამშვიდობო საერთაშორისო დესპანის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებები შეაჩერეს.
დოდიკმა უარყო ბრალდება და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. „როიტერის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ბოსნიელებს შეუძლიათ ჯარიმის გადახდა პატიმრობის ნაცვლად, თუ სასჯელი ერთ წელს არ აღემატება.