ბოსნია და ჰერცეგოვინაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეიტერი“ (Reuters) ავრცელებს.

საერთაშორისო საიფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაინფიცირებულის შესახებ დეტალები ჯერ უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი პრესკონფერენციას მოგვიანებით გამართავს.

საერთაშორისო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსის 80-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. საერთაშორისო მასშტაბით დაინფიცირებულების რაოდენობა 95 ათასს აჭარბებს. ინფექციისგან განკურნება 53 399-მა ადამიანმა მოახერხა. დაღუპულთა მაჩვენებელი კი 3 286-ს შეადგენს.