ბოსნია და ჰერცეგოვინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბოსნია და ჰერცეგოვინაში არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის უფლება 3.4 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
4 ოქტომბრის არჩევნებში სულ 518 ოფიციალურ პირს აირჩევენ. მათ შორისაა, სამწევრიანი პრეზიდენტობის ბოსნიელი, ხორვატი და სერბი წევრები. ასევე, სახელმწიფო დონის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი საღამოს 19:00 საათზე დასრულდება.
ცნობისთვის, დღევანდელ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ხმის მიცემის ტექნოლოგიით პირველად ჩატარდება. მედიის ინფორმაციით, ახალი სისტემის ფარგლებში ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია, ბიულეტენების დათვლა და შედეგების გამოცხადება გამარტივდება.
ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 75 პოლიტიკურ პარტიას, 29 კოალიციასა და ოთხ დამოუკიდებელ კანდიდატს მისცა. მედიის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების წინასწარ შედეგებს საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში, საღამოს 19:00 საათზე გამოაქვეყნებს.