ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩრდილოეთში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 20-მდე ადამიანი

09:29, 05.11.2025

ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩრდილოეთში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ჩატარდება გამოძიება, რათა დადგინდეს, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადეს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილია, ხანძარი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა.

მსგავსი