„ბოსფორუს ობსერვერი“ - შავ ზღვაში ამერიკული საექსპედიციო-სატრანსპორტო გემი შევიდა
„ბოსფორუს ობსერვერი“ - შავ ზღვაში ამერიკული საექსპედიციო-სატრანსპორტო გემი შევიდა

შავ ზღვაში ამერიკული საექსპედიციო-სატრანსპორტო გემი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი „ბოსფორუს ობსერვერი“ ავრცელებს, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების შესვლას მონიტორინგს უწევს.

გემი „იუმა“ (USNS Yuma) სამხედრო ძალის, ტვირთის და სამხედრო ტექნიკის გადატანისთვის გამოიყენება. მას შეუძლია „აბრამსის“ ტიპის ტანკების გადატანაც.

ხომალდს ყველაზე ხშირად საჯარისო ნაწილების მომარაგებისა და ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარებისთვის იყენებენ.

დატოვე კომენტარი