ბორჯომში ტყის აღდგენა იწყება

17:36, 21.05.2018

ბორჯომში დამწვარი ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება.

როგორც პირველ არხს  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა განუცხადა, უკვე დაწყებულია დამწვარი ტერიტორიის დასუფთავებითი სამუშაოები.

მისივე განმარტებით, ტყეში ახალი ნერგები შემოდგომაზე დაირგვება.

ამასთან ნათია იორდანიშვილის თქმით, ტყის განაშენიანების პროექტი უკვე მომზადებულია, რომლის პრეზენტაცია მომდევნო კვირას იგეგმება.

მსგავსი