ბორჯომში სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
ბორჯომში სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა

ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად გახსნა.

117 კვ.მ. ფართობის ახალ შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. შენობის გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

ამ დრომდე ცენტრის 50-მდე თანამშრომელი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. ამ დრომდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში უკვე განთავსდა ფოთის რაიონული სამსახური.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით განხორციელდა.