ბორჯომში, გამგეობის ყოფილ შენობასთან ფრაქცია „ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს
ბორჯომში, გამგეობის ყოფილ შენობასთან ფრაქცია „ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს

ბორჯომში, გამგეობის ყოფილ შენობასთან ფრაქცია „ქართული ოცნების” აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე ფრაქციის წევრები, მხარდამჭერები, მერიის თანამშრომლები და ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია იმყოფებიან.

შეკრებილები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ, რომელმაც მერიის თანამშრომლების ხელფასის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საღამოს და დღეს დილით აქციის მთავარ მიზნად საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა სახელდებოდა, ფრაქციის წევრებს ახლა ეს მოთხოვნა აღარ აქვთ. მათი თქმით, ახლა ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რიგგარეშე სხდომის დანიშვნა და საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაა.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ფერაძე აცხადებს, მათ მიერ გუშინ მიღებულ ოქმს კანონიერი ძალა აქვს, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სხდომის დატოვების შემდეგ მათ სხდომის გაგრძელებას უყარეს კენჭი და ყველა საკითხი დაამტკიცეს, თუმცა ყველა გაუგებრობის მოსახსნელად რიგგარეშე სხდომის დანიშვნა მაინც აუცილებელია.