ბორჯომში ავარიის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა
ბორჯომში ავარიის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაბა ახალდაბასთან სამშენებლო მასალებით დატვირთული ტრაილერი ამობრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შემთხვევის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით  აწარამოებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.