ბორჯომში 6 200 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ბორჯომში 6 200 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ბორჯომის მოსახლეობას, გაზის ცენტრალური მილსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ვაშლოვანის გზაზე კლდე ჩამოიშალა, რომელმაც გაზის ცენტრალური მილი დააზიანა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

კლდის ჩამოშლის გამო, დროებით ჩაკეტილი იყო ახალციხე–თბილისის დამაკავშირებელი გზაც.

როგორც გაზის კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი 6200 აბონენტს არ მიეწოდება. ზვიად ნაკაიძის თქმით, დილიდან დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები და კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ, დაზიანებული მილი, დღის ბოლომდე აღადგინონ.