ბორჯომში 29 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

08:25, 28.04.2019

ბორჯომში 29 აპრილს შიდა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები ლიკანის, ახალი უბნის, არდაგნის, ყვიბისისა და ცემისა და კორტანეთის მიმართულებით, უცვლელი განრიგით მოემსახურებიან მგზავრებს.

29 აპრილს, მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, არდაგანის ავტობუსები ქალაქის ცენტრიდან არდაგანის სასაფლაომდე იმოძრავებენ.

მსგავსი