ბორჯომს განახლებული კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი ექნება
ბორჯომს განახლებული კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი ექნება

ბორჯომს განახლებული კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი ექნება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, გამოიცვალა მთლიანად სახურავი, შეიცვალა თოჯინების პარტერი და სცენა.  მოეწყო სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.

შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურამ ალავიძემ მხარის გუბერნატორთან და ბორჯომის გამგებელთან ერთად.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შენობა რეაბილიტაციას წლებია არ მომხდარა და საჭიროებდა განახლებას. აღნიშნული პროექტი არის რეგიონალური მასშტაბის, სადაც ჩატარდება ღონისძიებები, ფესტივალები, როგორც რეგიონული ასევ საერთაშორისო დონეზე.  ცენტრი შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებს.  

პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 300 000 ლარამდეა.