ბორჯომის სოფელ ახალდაბაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა
ბორჯომის სოფელ ახალდაბაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა

ბორჯომში, დაბა ახალდაბაში კორონავირუსი 30-წლამდე პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირები იდენტიციფირებულები არიან და ისინი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, ოჯახის წევრები კი, თვითიზოლაციაში რჩებიან.

სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, უკვე მოხდა ინდეცირებულთან კონტაქში მყოფი რვა პირის იდენტიფიცირება. ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, კონტაქტში მყოფ პირთაგან ერთ-ერთი ინფიცირებულის და არის, რომელსაც კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტრდა და ვირუსი არ დაუდასტურდა.

 

დატოვე კომენტარი