ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება 
ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება 

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

მსგავსი შეთავაზება კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ “ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიმართ გააკეთა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ მზადაა კომიტეტის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერებს შეხვდეს და საკითხზე იმსჯელოს. ამ წუთებში კომიტეტის სხდომა განაცხადა, სადაც სივრცით მოწყობასთან დაკავშირებით მსჯელობენ, თუმცა მანამდე ტექნიკური შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებასა და ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.

ნიკა მელიას თქმით, თუკი გაბუნია გონივრულ წინადადებებს შესთავაზებს, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსულტაციებში მონაწილეობას არ აპირებს.