ბორჯომის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება
ბორჯომის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბორჯომის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილი ხელფასების გაზრდის საკითხი უნდა დაამტკიცონ. თუმცა, როგორც დეპუტატები აცხადებენ, გუნდში ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს წარდგენილ საკითხს. მერისა და თანამდებობის პირების გარდა, ხელფასი რიგით თანამშრომლებსაც უნდა გაეზარდოთ.

სხდომას „ქართული ოცნება“ არ დაესწრება. ბოლო ორი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ ჩატარდა.

22 იანვარს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ შეძლეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი, ასევე საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა. 18 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტკიცებას ითხოვდა, რასაც დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.