ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხელფასების გაზრდის საკითხი უნდა განიხილონ  
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხელფასების გაზრდის საკითხი უნდა განიხილონ  

ბორჯომის საკრებულოში დღეს სხდომა გაიმართება, რომელზეც მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილი, ხელფასების გაზრდის საკითხი უნდა დაამტკიცონ.

უცნობია, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს წარდგენილ პროექტს. დეპუტატების განცხადებით, საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ ხმას, თუ მერისა და თანამდებობის პირების ხელფასი 450 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 150 ლარით გაიზრდება.

სხდომას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრებიან. ბორჯომის საკრებულოს ბოლო ოთხი სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო არ ჩატარდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ ხერხდება. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი და საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა. საკრებულოს 18 იანვრის სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტკიცებას ითხოვდა, რასაც დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.