ბორჯომის საკრებულოს სხდომას ბოიკოტის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს პირველად ესწრებიან
ბორჯომის საკრებულოს სხდომას ბოიკოტის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს პირველად ესწრებიან

ბორჯომის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბოიკოტის შემდეგ დღეს პირველად ესწრებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატები.

სხდომაზე, რომელზეც მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილი, ხელფასების გაზრდის საკითხი უნდა განიხილონ, „ქართული ოცნების“ 11 დეპუტატი შევიდა.

უცნობია, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს წარდგენილ პროექტს.  დეპუტატების განცხადებით, საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ ხმას, თუ მერისა და თანამდებობის პირების ხელფასი 450 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 150 ლარით გაიზრდება.

„ქართული ოცნება“ ბორჯომის საკრებულოში უმცირესობაშია და 13 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ისინი სხდომებს არ ესწრებოდნენ.  ბორჯომის საკრებულოს ბოლო ოთხი სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ ხერხდება. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი და საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა. საკრებულოს 18 იანვრის სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტკიცებას ითხოვდა, რასაც დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.