ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო
ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო

ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო, კიდევ გადაიდო.

დღეს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარებულიყო, სადაც დეპუტატებს მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილი ხელფასების ზრდის საკითხი უნდა დაემტკიცებინათ.

სხდომაზე მხოლოდ ოპოზიციის შვიდი დეპუტატი იყო წარმოდგენილი.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის დეპუტატები ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ დაესწრნენ სხდომას.

გოგიჩაიშვილმა საკრებულოს სხდომა რეგლამენტის გათვალისწინებით, თვის მეოთხე ოთხშაბათს ჩანიშნა, თუმცა არ გამორიცხა, რომ შეიძლება მერის ინიციატივით, კვლავ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა.