ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

ბორჯომის საკრებულოს “ქართული ოცნებისა“ და აღნიშნული პარტიიდან გასულმა დეპუტატებმა, რომლებსაც საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნა სურდათ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართეს. მიზეზი საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან, ფრაქციების “ქართული ოცნება – კონსერვატორებისა“ და “ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე უარის თქმა გახდა.

ბორჯომის საკრებულოში ახალი ფრაქციების შესაქმნელად, “ქართული ოცნებიდან“ ანდრო გედიაშვილიკონსერვატორებში“ , ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი “მრეწველებში“ გადავიდნენ.

ფრაქციების შექმნის მოთხოვნით, დეპუტატებმა საკრებულოს 18 იანვარს მიმართეს, თუმცა საკრებულოს წევრებმა ფრაქციის შექმნას მხარი არ დაუჭირეს.

სასამართლოში შეტანილი სარჩელით, საკრებულოს წევრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და იურიდიული კომისიის იმ ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც ორი ფრაქციის შექმნაზე დეპუტატებმა უარი განაცხადეს.

ბორჯომის საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობაშია, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი, სხდომებს ამ დრომდე არ ესწრებიან.