„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები დღეს აქციას აღარ გამართავენ, კომპანიასთან მოლაპარაკებები იგეგმება
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები დღეს აქციას აღარ გამართავენ, კომპანიასთან მოლაპარაკებები იგეგმება

„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლები დღეს საპროტესტო აქციას აღარ გამართავენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანია მოლაპარაკებებს მათთან პროფკავშირების მონაწილეობით გააგრძელებს. ეს ინფორმაცია გაფიცულებს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოყოფილმა მედიატორმა მიაწოდა.

შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციას, გაფიცულ თანამშრომლებსა და პროფკავშირის წარმომადგენელს შორის დღის მეორე ნახევარში შედგება.

პროფკავშირის წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, პროტესტის პერიოდში ცვლილებები მოხდა კომპანიის მენეჯმენტში. თავად კომპანიას ამ ეტაპზე არც კომენტარი და არც განცხადება არ გაუვრცელებია.

დატოვე კომენტარი