„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოს მეტალურგთა და სამთო ქიმიკოსთა პროფკავშირების წევრები შეუერთდნენ
„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოს მეტალურგთა და სამთო ქიმიკოსთა პროფკავშირების წევრები შეუერთდნენ

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოს მეტალურგთა და სამთო ქიმიკოსთა პროფკავშირების წევრები შეუერთდნენ.  როგორც ისინი აცხადებენ, სოლიდარობას უცხადებენ „ბორჯომში“ დასაქმებულებს და მზად არიან, მათთან ერთად იბრძოლონ.

„IDS​ ბორჯომის“ თანამშრომლები დღეს დილიდან პირველი და მეორე ქარხნის პიკეტირებას განაგრძობენ.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები კვლავ ძირითადი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ. „IDS​ ბორჯომის“ ადმინისტრაციასთან ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის მეორე რაუნდი გუშინ უშედეგოდ დასრულდა.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ იქამდე არ აპირებენ პროტესტის დასრულებას, ვიდრე გათავისუფლებული 50 თანამშრომელი უპირობოდ არ აღდგება სამსახურში.

როგორც აღინიშნა, გაფიცვას დღესვე შეუერთდებიან სხვადასხვა რეგიონიდან მხარდაჭერის მიზნით მრეწველობაში დასაქმებული პირები, ხვალ კი მათ მოთხოვნებს ადგილზე სახალხო დამცველი გაეცნობა.