ბორჯომის - ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა
ბორჯომის - ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა

ბორჯომის – ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის დროს მატარებლით 12 ადამიანი მგზავრობდა. მატარებელმა ინერციით რამდენიმე მეტრი გაიარა და ვაგონი გადავარდა.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თვითმხილველმა ანა იმნაძემ მიაწოდა.

მისივე თქმით, ერთი მგზავრი დაშავდა, რომელიც მკურნალობას სახლში გადის.

“ბორჯომიდან ცოტა ხნის გასულები ვიყავით, როცა ძლიერი ხმა გავიგონეთ. ვაგონი ლიანდაგიდან ამოვარდა და გადაბრუნდა. მატარებელში რამდენიმე ადამიანი იყო.  სამი კილომეტრი ფეხით ვიარეთ”, – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

ბორჯომ-ხარაგაულის სარკინიგზო გზა საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია. აქ მონაკვეთზე განახლებული ე.წ.კუკუშკა გასული წლის დეკემბრიდან დადის. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 23 ნოემბერს მოხდა.