ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება „კავშირი ბუნებასთან“ გაიმართა

09:24, 01.09.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ბორჯომში იმყოფებოდა, სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას „კავშირი ბუნებასთან“ დაესწრო.

პროექტში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ტური, ბავშვებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად პრაქტიკულად შეასრულეს ველზე რეინჯერის, ფერმერის და ბუნებრივი სპეციალისტების როლი.

ღონისძიების ფარგლებში გარემოსდაცვით თემატიკაზე ლექციები ჩატარდა, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების და ფუნქციონირების შესახებ, ასევე არსებული ბიომრავალფეროვნების და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ. პროექტი აშშ-ის მშვიდობის კორპუსის დაფინანასებით ჩატარდა. პროექტი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა ხარაგაულის, აწყურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 60-მა მოსწავლემ მიიღო.

მსგავსი