ბორჯღალოსნები | შოტლანდიელთა მწვრთნელი - ფიზიკურად ძლიერ და მოტივირებულ გუნდს ვხვდებით
ბორჯღალოსნები | შოტლანდიელთა მწვრთნელი - ფიზიკურად ძლიერ და მოტივირებულ გუნდს ვხვდებით

23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიას ტესტ-მატჩში დაუპირისპირდება.

მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესაა მოსამზადებელი მატჩი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ და შოტლანდიურ მხარეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა:

„შოტლანდიასთან მატჩი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. დიდი მადლობა შოტლანდიის რაგბის კავშირს მასპინძლობისთვის. ჩვენ მათგან მუდამ ვგრძნობთ პატივისცემას და მხარდაჭერას.

ამ ტურნირში მონაწილეობა ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობაა, დროის მცირე მონაკვეთში რეგულარულად ვეთამაშოთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიცაა შოტლანდია, ინგლისი, უელსი და ირლანდია. ვაშენებთ ახალ გუნდს და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ვითამაშოთ კარგი რაგბი“.

შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა წინასამატჩო სიტყვა მილოცვით დაიწყო – ყველას მიულოცა ახალი სეზონის დაწყება:

„პანდემიის გამო დიდი დრო გაგვიცდა, გილოცავთ სეზონის განახლებას. ასეთ დროს მეტად საინტერესო მეტოქე გვყავს – ქართველებს ახალი სამწვრთნელო შტაბი წვრთნის, ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, ფიზიკურად ძლიერ და მოტივირებულ გუნდს ვხვდებით. საქართველოს ნაკრები ჩვენს პროფესიონალიზმს კარგად გამოცდის“.

 

შოტლანდია

შერკინება: რორი საზერლენდი, ფრეიზერ ბრაუნი (კაპიტანი), ზანდერ ფაგერსონი, ბენ ტულისი, სკოტ ქამინგსი, ჯეიმი რიჩი (ვიცე-კაპიტანი), ჰამიშ ვოტსონი, მატ ფაგერსონი.

უკანა ხაზი: ალი პრაისი (ვიცე-კაპიტანი), ადამ ჰასტინგსი, დუჰან ვან დერ მერვე, ჯეიმს ლანგი, კრის ჰარისი, დარსი გრემი, ბლერ კინგჰორნი.

მარქაფა:​ სტუარტ მაკინალი, ოლი კებლი, საიმონ ბერგჰანი, რობ ჰარლი, ნიკ ჰაინინგი, კორნელ დუ პრე, ჯორჯ ჰორნი, ფინ რასელი.

 

საქართველო

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

დატოვე კომენტარი