„ბორჯღალოსნები“ „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ – სპარინგ მატჩი

11:09, 29.01.2019

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ წინა სანაკრებო შეკრებაზე მყოფი ქართველი მორაგბეები ორ ნაწილად გაიყოფიან და ერთმანეთს სპარინგ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

თამაში ხვალ, 30 იანვარს, 11:00 საათზე, შევარდენის სარაგბო ბაზაზე გაიმართება.

საგულისხმოა, რომ დასწრება თავისუფალია და როგორც სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნა, „ბორჯღალოსნების“ მომზადებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი

მსგავსი