„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ წინა სანაკრებო შეკრებაზე მყოფი ქართველი მორაგბეები ორ ნაწილად გაიყოფიან და ერთმანეთს სპარინგ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
თამაში ხვალ, 30 იანვარს, 11:00 საათზე, შევარდენის სარაგბო ბაზაზე გაიმართება.
საგულისხმოა, რომ დასწრება თავისუფალია და როგორც სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნა, „ბორჯღალოსნების“ მომზადებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი