„ბორჯღალოსნები“ 3 მარტს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ 3 მარტს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგი მატჩისთვის ემზადება. მილტონ ჰეიგის გუნდი 3 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ესპანეთს უმასპინძლებს.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები კრასნოდარში გაემგზავრება და 10 მარტს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას კი ეროვნული გუნდი 17 მარტს, „დინამო არენაზე“, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სასტარტო თხუთმეტეულში ოთხი ცვლილებაა, ხოლო გიორგი კოშაძე, შალვა სუთიაშვილი და სოსო მათიაშვილი კი წელს “ბორჯღალოსნების” რიგებში პირველად გამოჩნდნენ.

გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება:

1. ნარიაშვილი 2. მამუკაშვილი 3. ჩილაჩავა

4. ნემსაძე 5. სუთიაშვილი

6. თხილაიშვილი  7. კოლელიშვილი

8. ლომიძე

უკანა ხაზი:

9. ლობჟანიძე 10. ხმალაძე

12. კვესელაძე 13. კაჭარავა

11. თოდუა 14. სიჭინავა

15. მათიაშვილი

მარქაფა: 16. ახლაზაშვილი, 17. ჟვანია, 18. მელიქიძე, 19. გიორგაძე,  20. გაჩეჩილაძე, 21. აფრასიძე, 22. მალაღურაძე, 23. კოშაძე