ბორის პისტორიუსი - უნდა შევამოწმოთ ჩვენი მარაგები და ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინისთვის, თუ არაფერი იქნება დარჩენილი, მაშინ თანხით უზრუნველვყოთ
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნებმა უნდა შეამოწმონ საკუთარი მარაგები, შეამოწმონ, რისი მიცემა იქნება შესაძლებელი უკრაინისთვის.
ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.
„მხარი დავუჭიროთ უკრაინას უფრო ინტენსიურად და შევამოწმოთ ჩვენი მარაგები და ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და თუ არაფერი იქნება დარჩენილი მარაგებში, რომლის მიცემაც შესაძლებელი იქნება უკრაინისთვის, მაშინ შეგვიძლია, თანხით უზრუნველვყოთ, ისე როგორც ეს ვქენით გასულ წელს, როდესაც ერთი მილიარდი ევროს მიცემაზე შევთანხმდით“, – თქვა ბორის პისტორიუსმა.