ბორის პისტორიუსი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად განახლდება მულტინაციონალური ინიციატივა „დაუყოვნებლივი ქმედება საჰაერო თავდაცვაზე“
ბორის პისტორიუსი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად განახლდება მულტინაციონალური ინიციატივა „დაუყოვნებლივი ქმედება საჰაერო თავდაცვაზე“

გერმანიას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სურს. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ განახლდება მულტინაციონალური ინიციატივა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად სახელწოდებით – „დაუყოვნებლივი ქმედება საჰაერო თავდაცვაზე“.

„ყოველდღე ცხადი ხდება, რომ რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს უკრაინაზე ჰაერიდან. დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმების რიცხვი უზარმაზარია. ისევ და ისევ, უდანაშაულო უკრაინელები იხოცებიან და შავდებიან ამ თავდასხმებში“, – განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანელი მინისტრის თქმით, ასევე გაიზრდება იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მხარს უჭერს ელექტრომაგნიტური ბრძოლის შესაძლებლობის გაფართოებას. მისი თქმით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დაინტერესება გამოთქვეს ბელგიამ, ესტონეთმა, იტალიამ, შვედეთმა და თურქეთმა. ინიციატივა მოიცავს უკრაინული კომუნიკაციების, დაზვერვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რუსული კომუნიკაციებისა და დრონების ფუნქციონირების დარღვევას.

პისტორიუსმა „შთამბეჭდავი დარტყმები“ უწოდა უკრაინული დრონების მიერ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე მიტანილ იერიშს.

„უკრაინა არ ნებდება“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.