ბორის პისტორიუსი - იმპერიალისტ ვლადიმერ პუტინს არ სურს მოლაპარაკება, არ სურს მშვიდობა
კრემლში ამ იმპერიალისტს არ სურს მოლაპარაკება, მას არ სურს მშვიდობა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა რუსეთს-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი, ყირიმის ანექსია და, ბოლოს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.
როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად საომარ ყაიდაზე გადავიდა და 2026 წელს რუსული არმია „ომამდელთან შედარებით ორჯერ დიდი იქნება“. მისივე თქმით, ამ მხრივ, გერმანიამ და ნატო-მ „დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ“.
პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ძალის ენა ესმის.