ბორის პისტორიუსი – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შეძლოს თავის დაცვა და აღმოჩნდეს ისეთ პოზიციაში, როდესაც რუსეთი მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან სამხედრო დახმარების საკითხის განხილვას გეგმავს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მან შეძლოს თავის დაცვა და აღმოჩნდეს ისეთ პოზიციაში, როდესაც რუსეთი მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პისტორიუსმ.
გერმანული მედიის ცნობით, კიევში ჩასვლისას ბორის პისტორიუსმა დაგმო რუსეთის იერიშები უკრაინაზე.
„ეს არის მკაფიო გზავნილი მოსკოვიდან: მშვიდობიანი დარეგულირებისამდი ინტერესი ჯერ არ არის, ამის ნაცვლად დარტყმები გრძელდება უცვლელი სისასტიკით და, უპირველეს ყოვლისა, უფრო მეტად მიმართულია უკრაინის სამოქალაქო რაიონებზე“, – განაცხადა პისტორიუსმა კიევის რკინიგზის სადგურში.
German Defence Minister Boris Pistorius has arrived in Kyiv to discuss military support for Ukraine.
On arrival, Pistorius condemned recent Russian airstrikes, which he said showed Moscow had no interest in a peaceful outcome to the war. pic.twitter.com/W5m1xheWdo
— DW Politics (@dw_politics) June 12, 2025